პრეზერვატივი – იდეალური კონტრაცეფცია
ადრე იყო გამოთქმა: სექსი პრეზერვატივით იგივეა რაც ყვავილის დაყნოსვა აირწინაღით. მაგრამ მაშინ არ იყო ლატექსის მიღების ტექნოლოგია და პრეზერვატივი მზადდებოდა ცხოველური ნაწლავებისგან.
თანამედროვე ლატექსის პრეზერვატივები იმდენად თხელია, რომ პრქტიკულად არ იგრძნობა სქესობრივი აქტის დროს, მტკიცეა და საიმედო, ამცირებს არასასურველი ფეხმძიმობისა და ვენერიული დაავადებებით დაინფიცირების რისკს.
პრეზერვატივის რვა უპირატესობა:
იდეალური კონტრაცეფცია – უპირველეს ყოვლისა პრეზერვატივი იცავს წყვილს არასასურველი ფეხმძიმობისგან. ბევრი მათგანი ირჩევს კონტრაცეფციის ჰორმონალურ მეთოდს, თუმცა ნებისმიერი ტაბლეტი, სანთელი, სპირალი თუ ინექცია ეს არის ქალის სხეულში უხეში ჩარევა, მითუმეტეს, როდესაც მათი ორგანიზმი არის უფრო მიდრეკილი ჰორმონალური ცვლილებებისკენ. არის შემთხვევები, როდესაც ჰორმონალური საშუალებების მიღბის შემდეგ ქალს დიდი ხანი უჭირს დაფეხმძიმება, იზრდება ჩიყვის პრობლემების ალბთობა და ხშირია წონაში მომატების შემთხვევები. ამ დორს პრეზერვატივი არის იდეალური ვარიანტი წყვილთათვის, ვისთვისაც ურთიერთობა ძვირფასია ორივე მხრიდან. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მამაკაცის მიერ პრეზერვატივის გამოყენება იწვევს ნდობის ამაღლებას ქალებში, როგორც პერსონაზე ვინც ზრუნავს მათ ჯანმრთელობაზე.
სექსი მშობიარობის შემდეგ – პრეზერვატივი, ეს არის საუკეთესო გამოსავალი ახალგაზრდა ძუძუთი მკვებავი დედებისთვის, როდესაც არ შეიძლება ჰორმონალური პრეპარატების მიღება, რადგან არსებობს რისკი მათი დედის რძეში მოხვედრის, რაც ნეგატიურად აისახება ჩვილის ზრდაზე, განვითარებასა და ჯანმრთელობაზე. არსებობს მცდარი მოსაზრება თითქოს ლაქტაციის დროს არ ხდება დაფეხმძიმება, პრაქტიკა აჩვენებს საპირისპიროს. ხშირად ქალისთვის მომდევნო ფეხმძიმობა ბავშვის გაჩენიდან ერთი წლის განმავლობაში არის ნამდვილი სტრესი, რადგან ორგანიზმს ჯერ არ დაუსვენია და არ აქვს აღდგენილი ენერგია წინა მშობიარობის შემდეგ.
ბევრი პარტნიორი – ვინც გაურბის მონოგამას და ხშირად იცვლის პარტნიორს, პრეზერვატივი საუკეთესო საშუალებაა ვენერიული დაავადებებით დაინფიცირების წინააღმდეგ. მხოლოდ პრეზერვატივს შეუძლია შეასრულოს მექანიკური ბარიერი ფუნქცია სქესობრივი გზით გადამდები ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონა, სასქესო ჰერპესი, აივ ვირუსი და სხვ.
სექსი ალერგიის გარეშე – კონტრცეფციის ბევრ სხვა მეთოდისგან განსხვავებით პრეზერვატივს გააჩნია ალერგიის, დაბალი მჩვენებელი, ხოლო ზოგადად ვისაც აქვს ალეგია ლატექსზე, შესაძლებელია პოლიურეთანის პრეზერავტივების გამოყნება.
ექიმის და რეცეპტის გარეშე – პრეზერვატივს არ სჭირდება სამედიცინო გამოკვლევა და ჰორმონალური ფონის კონტროლი. იგი იყიდება აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე და არ მოქმედებს ქალის ორგანიზმზე.
გრაფიკების და სისტემის გარეშე – პრეზერვატივის გამოყენება არ მოითხოვს ჰორმონალური საშუალებებისგან განსხვავებით რაიმე გრაფიკის დაცვას. ცნობისთვის, თუ ქალს ავიწყდება ჩასახვის საწინააღმდეგო თუნდაც ერთი ტაბლეტის დალევა, მას ეძლევა რეკომენდაცია მენსტრუაციული ციკლის ბოლომდე გამოიყენოს პრეზერვატივი.
სექსის მრავალფეროვნებისთვის – სამწუხაროდ ზოგი მომხმარებელი პრეზერვატივს გაიხილავს როგორც ჩვეულებრივ რეზინის ნაწარმს, არაფერს განსაკუთრებულს. თუმცა ეს ჩვეულებრივი რეზინის ნაწარმი დიდი ხნის წინ უკვე გადაიქცა არამარტო დამცავ საშუალებად, არამედ სექსუალრი თამაშის ერთ–ერთ ელემენტად. პრეზერვატივების ასორტიმენტი ასეთი თამაშებისთვის საკმაოდ მდიდარია: ფერადი, არომატიზირებული, ტალღოვანი და ხორკლიანი ზედაპირით, ეს მხოლოდ გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ეს ძალიან მაგარია – მამაკაცთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ პრეზერვატივი ამცირებს შეგრძნების დონეს, თუმცა რეალურად მხოლოდ ანესთეტიკით დამუშავებული პრეზერვატივის გამოყენების დროს აქვს ამ მოვლენას ადგილი, როდესაც ხდება სასქესო აქტის გახანგრძლივება ანესთეტიკის საცხის გამოყენებით. დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა თხელი პრეზერვატივის დამზადების საშუალებას, რომლის გამოყენების დროს პრაქტიკულად არ ხდება შეგრძნების დაქვეითება.