ის, რაც გემრიელია და თანაც სასარგებლო
ყველა დედა ცდილობს იპოვოს თავისი შვილისთვის ბავშვთა კვება, რომელიც დააკმაყოფილებს ნებისმიერი ასაკის ბავშვის ორგანიზმის ზრდის მოთხოვნილებებს. იდეალური ბავშვთა საკვების წარმოება უნდა ხდებოდეს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ნედლეულისგან შესაბამისობაში წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ასევე მრავალსაფეხურიანი მკაცრი ხარისხის კონტროლის პირობებში. სწორედ ასეთ პროდუქციას წარმოგიდგენთ „ფრუტო ნიანიას“ ბავშვთა კვება. წარმოების რეცეპტურა, დამზადების და შეფუთვის ტექნოლოგია დიდხანს უნარჩუნებს ხილს და ბოსტნეულს ნატურალურ გემოს. „ფრუტო ნიანია“-ს ასორტიმენტი იდეალური საშუალებაა ბავშვის და მოზარდის კვების რაციონის გამდიდრებისთვის. სწორედ ამიტომ “ფრუტო ნიანია”-ს პროდუქცია უყვართ არამარტო ბავშვებს, არამედ უფროსებსაც.
“ფრუტო ნიანია”-ს მრავალკომპონენტიანი პროდუქციის დიდი ნაწილი მზადდება შაქრის გარეშე, არ შეიცავს სახამებელს, გმოს, საღებავს, კონსერვანტებს, არომატიზატორებს, ხელოვნურ შემადედებლებს და დანამატებს, რაც იძლევა გამოყენების საშუალებას 3-4 თვის ასაკის ბავშვებისთვის.
„ფრუტო ნიანიას“-ს ასორტიმენტში არის: მშრალი ურძეო და რძიანი ფაფები, თხევადი ფაფები, ხილის პიურე, ხორცის პიურე, ბოსტნეულის პიურე, ხილის პიურე ნაღებით, ხილის პიურე ხაჭოთი, სტაფილოს ნექტარი, ფუნქციონალური წვენები, კომპოტი, მორსი, კისელი, დესერტი, ორსულების წვენები და მეძუძური დედების წვენები. აღსანიშნავია, რომ ასორტიმენტის უმეტესი ნაწილის მიღება შესაძლებელია 4 თვის ასაკის ბავშვებიდან. „ფრუტო ნიანია“-ს პროდუქცია შუმუშავებულია რუსეთის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციებით, ყველა პროდუქტს თან ახლავს ამ ასოციაციის გერბი, ნიშნად იმისა, რომ ‘‘ფრუტო ნიანია“ მოწონებულია რუსეთის პედიატრთა ასოციაციის მიერ.
ს/ს პროგრესი არის წამყვანი ქარხანა ბავშვთა კვების პროდუქციის რუსეთის ფედერაციაში. ქარხანა დაარსებულია 1989 წელს და დღეისთვის მისი წარმადობა არის 1.000.000.000 შეფუთვა წელიწადში.
2003 წელს ქარხანას მიღებული აქვს ISO 9001:2001 სერტიფიკატი, რაც ერთ ერთი დასტურია პროდუქციის ხარისხიანობის. მოპოვებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო.