პრეზერვატივის ისტორია
პრეზერვატივის არსებობის უძველესი და შესაძლო მტკიცებულებად, შეიძლება მისი სავარაუდო გამოსახულება ჩაითვალოს, რომელიც საფრანგეთის გამოქვაბულში – Grotte des Combarrelles-ში აღმოაჩინეს. ეს გამოსახულება დაახლოებით 12-15 000 წლის წინ იქნა გაკეთებული. ისტორიკოსებს შორის არ არსებობს ერთი აზრი იმის შესახებ, გამოიყენებოდა თუ არა პრეზერვატივი ანტიკურ ეპოქაში. თუმცაღა ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში აფასებდნენ იმ ოჯახებს, რომლებსაც ცოტა ბავშვი ჰყავდათ. რომში მიღებული იყო სხვადასხვა კონტრაცეპტულ მეთოდების პრაქტიკა. ითვლებოდა, რომ ქალი უნდა ყოფილიყო კონტრაცეფციაზე პასუხისმგებელი. ამიტომ, იმ პერიოდის ყველა კარგად დოკუმენტირებული კონტრაცეპტული მოწყობილობა, ეფექტური თუ არაეფექტური – მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი. იმ პერიოდის ტექსტები დაფარულ ინსტრუქციებს შეიცავს და უმრავლესობა ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ დაფარულ ტექსტებში, სწორედ პრეზერვატივზეა საუბარი.
მიუხედავად იმისა, რომ კონტრაცეპტივების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, მედიკოსები უპირატესობას მაინც პრეზერვატივებს ანიჭებენ და რეკომენდაცის სწორედ მის გამოყენებაზე იძლევიან. ამის მიზეზია ის, რომ პრეზერვატივი იცავს არა მარტო არასასურველი ფეხმძიმობისგან, არამედ მრავალი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებასაც წარმოადგენს.
XVIII საუკუნეში სხვადასხვა სახისა და ზომის პრეზერვატივების წარმოება დაიწყო. ისინი იყიდებოდა ბარებში, საპარიკმახეროებში, აფთიაქებში, ბაზრებსა და თეატრშიც კი. პირველი ცნობა პრეზერვატივის ხარისხის შემოწმებაზე გვხვდება 1774 წელს, ჯაკომო კაზანოვას მემუარებში, რომელშიც ის თავის ცხოვრებას აღწერდა. იმისთვის, რომ შეემოწმებინა გახვრეტილი იყო თუ არა პრეზერვატივი, კაზანოვა გამოყენებამდე ბერავდა მათ.