8 ფაქტი ადამიანის კანის შესახებ
კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა. ის უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას, საშუალებას გვაძლევს შევიგრძნოთ სამყარო და პირველი გვამცნობს დაავადებების შესახებ. ეს არის ჩვენი სხეულის “სახე, ” მაგრამ მასზე ბევრი არაფერი ვიცით.
კანი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა. მისი ზედაპირის ფართობი საშუალოდ 1.5-დან 2 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე კანს სხვადასხვა სისქე და მგრძნობელობა აქვს. ყველაზე სქელი კანი ფეხისა და ხელის გულებზეა, ყველაზე თხელი კი – ქუთუთოებზე. ამასთან, მისი მგრძნობელობა არ არის დამოკიდებული სისქეზე. მაგალითისთვის, მართალია, კანი თითებსა და ხელის გულებზე საკმაოდ სქელია, მას შეუძლია შეიგრძნოს 20 მილიგრამი სიმძიმის ზეწოლა, რომელიც ბუზის საშუალო წონას უტოლდება.
კანი ადამიანის სხეულის არა მხოლოდ ყველაზე დიდი ორგანოა, არამედ ყველაზე მძიმეც. კანის წონა საშუალოდ შეადგენს ჩვენი სხეულის საერთო წონის 16%-ს. ასე რომ, ფრაზა “მძიმე ძვლები მაქვს, ” შეგვიძლია შევცვალოთ ფრაზით “მძიმე კანი მაქვს.”
კანი, რომელიც განახლებას განიცდის
ადამიანის კანი მუდმივად განახლებას განიცდის. ამ პროცესს რეგენერაცია ჰქვია. ეს შემდეგნაირედ ხდება: კანის ახალი უჯრედები წარმოიქმნება ეპიდერმისის ჩანასახოვან შრეში, 28-30 დღის მანძილზე ისინი მოძრაობენ ზედაპირის მიმართულებით და ამასთან, კარგავენ ბირთვს. ზედაპირზე, მათში არსებული კერატინის მეშვეობით წარმოქმნიან კანის რქოვან შრეს, რომელიც დროდადრო იქერცლება დაბანისას ან ტანსაცმელთან შეხებისას. ამგვარად, ის კანი რომელიც ჩვენი გვგონია, მუდმივ განახლებას განიცდის. ყოველ ერთ თვეში ადამიანის კანის შემადგენლობა აბსოლუტურად იცვლება. ახალშობილებში რეგენერაცია, ისევე როგორც სხვა პროცესები (მაგალითად, მეტაბოლიზმი), უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ჩვილებს კანი 72 საათში ერთხელ ეცვლებათ.