სინამდვილეში რა არის და რა თვისება აქვს ენდროს – ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ
ენდრო საქართელოში ძირითადად აღდგომასთან და კვერცხის წითლად შეღებვასთან არის ასოცირებული. მისი ფესვები, რომელიც აღდგომის წინა დღეებში თითქმის ყველგან გვხვდება გასაყიდად გამოტანილი, ყველასთვის ნაცნობია, მიწის ზემოთ კი მისი გარჩევა ცოტას თუ შეუძლია. ბევრმა არც ის იცის, რომ გარდა საღებავისა, ენდროს სამკურნალოდაც იყენებენ.
იგი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, ასკორბინისა და ღვინის მჟავას, პექტინებს, შაქარს, ცილებსა და სხვა ნივთიერებებს. სამკურნალო მიზნით გამოიყენება ენდროს ფესურა და ფესვი. ნედლეულს ამზადებენ მარტის ბოლოდან აპრილის პირველ ნახევრამდე ან აგვისტოს დასაწყისიდან ყინვების დადგომამდე. ფესვს იღებენ, ასუფთავებენ მიწისა და გაუხეშებული ნაწილებისგან, არ რეცხავენ, აშრობენ საშრობში 45 °C-ზე ან მოჩრდილულ ადგილზე. ასე შენახული პროდუქტის გამოყენების ვადა 2 წელია.
კლინიკური კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ენდროს ფესვები საკმაოდ ეფექტურია თირკმელკენჭოვანი დაავადებების დროს. მას გააჩნია ასევე ოფლმდენი, შარდმდენი და სპაზმოლიტური მოქმედება. ენდროს საფუძველზე დამზადეულ წამლებს იღებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, სიყვითლის, ყაბზობის, ენურეზის (ღამით შარდის შეუკავებლობა), პოდაგრასა და პოლიართრიტის დროს.
ხალხურ მედიცინაში ენდროს ფესურის ნაყენით მკურნალობენ ელენთის ანთებას, მენსტრუალური ციკლის დარღვევას. მცენარეს იყენებენ ასევე დამხმარე საშუალებად ძვლის ტუბერკულოზის კომპლექსური მკურნალობის დროს.
ენდროს ექსტრაქტი: ექსტრატით მკურნალობა ეფექტურია თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების, საშარდე გზების ინფექციისა და სხვა დაავადებების დროს. პრეპარატის მიღების დროს შარდი წითელ შეფერილობას იღებს, მაგრამ ეს ნორმალური მოვლენაა. ხოლო თუ შარდი ძალიან კაშკაშა წირელი გახდა, ენდროს ექსტრაქტის მიღება დროებით უნდა შეწყდეს.