ცრემლი: რით არის ის საშიში?
საზოგადოებაში ტირილი მიღებული არ არის, თუმცა სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ ხშირად მედიცინაში. ახლობელი ან თუნდაც უცნობი ადამიანის ცრემლები დიდ ზეგავლენას ახდენენ საზოგადოებაზე. მათ შეუძლიათ მტერი მოკავშირედაც კი გადააქციონ. სწორედ ამიტომ, მრავალი ადამიანი იყენებს ცრემლებს, როგორც მანიპულირების საშუალებას.
ამავდროულად ტირილს უფრო მეტი დადებითი ასპექტები გააჩნია ჯანმრთელობაზე ზემოქმედებისა, ვიდრე უარყოფითი. ცნობილი ფაქტია, რომ მამაკაცები შვიდჯერ უფრო ნაკლებად ტირიან, ვიდრე ქალები. ამ თავშეკავებით კი ისინ ზიანს აყენებენ საკუთარ თავს.
ცუდი ცრემლები
ცრემლების შემადგენლობაში შედის მარილი. დიდხანს ტირილის დროს, ამ კომპონენტს შეუძლია ზიანი მიაყენოს თვალებსაც და სახის კანსაც. უხვცრემლიანი ტირილის დროს თვალები და სახე წითლდება და მცირე ტკივილი იწყება. ამის მიზეზი კანის გამაღიზიანებელი მარილია. უხვი ცრემლების ღვრისაგან ასევე იწყება ძლიერი თავის ტკივილი, გამოწვეული ემოციური გადატვირთვით.
საკუთარი წარმოების ტკივილგამაყუჩებელი საშუალება
ფიზიკური დაზიანებები ხშირად იწვევენ ცრემლებს. ხშირად ის თავისთავად მოედინება. რას უკავშირდება ეს?
საქმე ისაა, რომ ორგანიზმს სჭირდება ტკივილგამაყუჩებელი. უეცარი ტკივილისას ორგანიზმს მიეწოდება დიდი რაოდენობით ჰორმონი, რომელიც მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი. ეს ნივთიერება ხვდება ცრემლის შემადგენლობაშიც. ვუშვებთ რა ცრემლებს, ორგანიზმი ცდილობს გამოიყენოს თავდაცვის მაქსიმალური მეთოდები.
ბუნებრივი დამატენიანებელი
ცრემლი მცირე დოზით სასარგებლოა თვალებისთვის. საქმე ისაა, რომ თანამედროვე პირობებში, როდესაც მხედველობა დიდ ზეწოლას განიცდის, თვალის ზედა გარსი სწრაფად შრება. ეს დიდ საფრთზეს უქმნის მხედველობას. ცრემლი მხედველობის ორგანოს ნატურალური დამატენიანებელია, რომელიც ქმნის თვალის დამცავ ფენას.
ნევროზებისგან დამცავი
დიდი სტრესების ზემოქმედების ქვეშ ადამიანს არ შესწევს უნარი ცრემლებს გაუმკლავდეს. ისინი თავისთავად გადმოედინებიან თვალებიდან. ეს სისუსტის გამოვლინება არ არის, ეს – ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური იმპულსია.
საქმე ისაა, რომ ნეგატიური ემოციური გამაღიზიანებლების ზემოქმედებისას სისხლში მიეწოდება დიდი რაოდენობით კორტიზოლის ჰორმონი. მისი გადამეტებული შემცველობა ტოქსიკურ ეფექტს იწვევს. სწორედ ამიტომ, სტრესების ქვეშ მცხოვრები ადამიანები, ცდილობენ რა შეიკავონ ემოციები, ძალიან ავადმყოფური შესახედაობა აქვთ და ასაკით მეტის გამოიყურებიან, ვიდრე სინმდვილეში არიან. ცრემლების დახმარებით ორგანიზმი თავისუფლდება ზედმეტი კორტიზოლისგან. ასეთი ცრემლდენა ხვდება ტვინისგან ბოძებულ სამადლობელი საჩუქარის – ენდორფინის გამოფრქვევას. ამ ნივთიერებას ბედნიერების ჰორმონსაც ეძახიან. ის თრგუნავს ფიზიკურ და მორალურ ტკივილს, მოაქვს რა კმაყოფილება და კარგი განწყობა.