პრეზერვატივი

​სურნელოვანი პრეზერვატივი, მარწყვის, შოკოლადის ან ბანანის არომატით, წერტილოვანი პრეზერვატივები, სიბნელეში მანათობელი ფოსფორის ფერი ან სხვა სახის პრეზერვატივი, რომელიც სექსუალური აქტით სიამოვნების მიღებას აძლიერებს, 18 წლამდე მოზარდებზე ახალი კანონპროექტის მიხედვით აღარ გაიყიდება.

თუ საძიებო სისტემა გუგლში სიტყვა კონდომს ჩაწერთ, იქვენახავთ, პრეზერვატივის გამოყენების სექსუალური აქტის გამრავალფეროვნების სხვადასხვა გზებს. ერთ-ერთი ასეთი მასალა times of india-ს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც 5 სახის პრეზერვატივია აღწერილი:

1) სურნელოვანი პრეზერვატივი

სურნელოვანი პრეზერვატივები განსაკუთრებით ორალური სექსისთვისაა კარგი. ამ ტიპის პრეზერვატივს აქვს შოკოლადის, მარწყვის, ბანანის სურნელი და გემო.

2) ე.წ. წერტილოვანი პრეზერვატივი

ამ ტიპის პრეზერვატივს მთელ სიგრძეზე ამობურცული წერტილები აქვს, რაც ამძაფრებს სექსუალური აქტის განმიღებულ სიამოვნებას პარტნიორებისთვის.

3) ძალიან თხელი პრეზერვატივი

ამ ტიპის პრეზერვატივი იმ ადამიანებისთვისაა გათვლილი, ვინც ამბობს, რომ არ მოსწონს სექსი პრეზერვატივით, რადგან მისი გამოყენებით მიღებული სიამოვნების ხარისხი მცირდება. ძალიან თხელი პრეზერვატივით სექსუალური აქტი მაქსიმალურადაა მიახლოვებული პრეზერვისგან თავისუფალი სექსუალური აქტისგან.

4) პრეზერვატივი, რომელსაც გაფართოებული და თავისუფალი წვერი აქვს, მაქსიმალურად აძლიერებს სიამოვნების მიღებას ორივე პარტნიორისთვის.

5) პრეზერვატივი,რომელიც სიბნელეში ანათებს ასეთი პრეზერვატივი, დაახლოებით 30 წამის მანძილზე ანათებს სიბნელეში.

იმისთვის, რომ სექსუალური აქტი უფრო სასიამოვნო ყოფილიყო, პრეზერვატივის მწარმოებელი კომპანიები 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე პრეზერვატივის გამრავალფეროვნების სხვადასხვა საშუალებებს ეძებდნენ.

ამ დროისთვის პრეზერვატივის ორი სახეობა არსებობს: ქალის და მამაკაცის პრეზერვატივი.

პრეზერვატივი მეთვრამეტე საუკუნეში

პრეზერვატივი – პროდუქტი, რომელიც ყოველ წლიურად მილიარდობითი წარმოება და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თავდაცვის საშუალებაა სექსუალურად გადამდები დაავადებებისგან, ჯერ კიდევ ჩვ-წ-აღმდე არსებობდა. მართალია ძველ ეგვიპტელებს არ ჰქონდათ სხვადასხვა ფერის, ფორმის და არომატის პრეზერვატივი, თუმცა ჩვ-წ-აღ-მდე 1000 წელს ისინი თეთრეულის ტიპის ნაჭერს იყენებდნენ თავდაცვის მიზნით.

უკვე 1500-იან წლებში ევროპაში განსაკუთრებით გახდა საჭირო თავდაცვის საშუალება, იმ პერიოდში გავრცელებული დაავადების სიფილისის მიზეზით. წიგნში “პრეზერვატივის მოკლე ისტორია”, რომელიც 2000 წელს გამოიცა, ვკითხულობთ, რომ პირველი გაუმჯობესებული პრეზერვატივი სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა. ეს იყო ქიმიურ ნივთერებებში გამოხარშული თეთრეული, რომელიც შემდეგ სპეციალური მეთოდით შრებოდა და პრეზერვატივის ფუნქციას ასრულებდა. მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ხელნაკეთი პრეზერვატივები ლონდონში, სხვადასხვა მაღაზიაში იყიდებოდა. პრეზერვატივის პირველი რეკლამა გაზეთ ნიუიორკტაიმსში 1861 წელს დაიბეჭდა. პრეზერვატივის განვითარების თვისრევულუციური იყო მიგნება, რომ რეზინისგან შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის დამზადება. უკვე 1919 წელს ფრედერიკ კილიანმა წარმოადგინა რეზინის ლატექსური პრეზერვატივი ოჰაიოში. ამ ტიპის პრეზერვატივი მალე გახდა ძალიან პოპულარული, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ამერიკაში ამ ტიპის პრეზერვატივი დღეში მილიონ ნახევარი იწარმოებოდა. პირველად პრეზერვატივი ლუბრიკანტით კომპანია დურექსმა (იხ. პროდუქციის სია) 1957 წელს გამოუშვა. პრეზერვატივი, როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება, 60-იანი წლებიდან ნაწილობრივ აბებმა ჩაანაცვლა. 80-იან წლებში პრეზერვატივის მოხმარებამ კვეთრად გაიზარდა, აივ ინფექციის ზრდის პარალელურად. UNFPA-ის მიხედვით, 2005 წლის მონაცემებით, 10, 4 მილიარდი პრეზერვატივი გამოიყენებოდა მსოფლიო მასშტაბით. აქედან 4,4 მილიარდი პრეზერვატივს როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას, ისე იყენებდა, დანარჩენი კი ამ გზით სექსუალური გზით გადამცემი დაავადებებისგან თავდაცვის მიზნით. აივ ინფექციის ზრდასთან ერთად იზრდება რაოდენობა პრეზერვატივების, რომელთაც სხვადასხვა ორგანიზაცია დაბალ და საშუალო შეოსავლების მქონე ქვეყნებში უფასოდ არიგებენ. რეპროდუქციული ჯანმრთელობის ორგანიზაციების გათვლებით, 2015 წლის თვის საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებში წლიურად 18 მილიარდი პრეზერვატივის დონაცია იქნება საჭირო.