სუნამოს ისტორია

უძველესი დროიდან იყო ინტერესი სურნელოვანი საგნების მიმართ,ადამინებს ხიბლავდათ და იზიდავდათ სასიამოვნო სურნელი, როგორც ახლა, ისე ანტიკურ პერიოდში, ამ პერიოდის ადამიანების მთავარ ამოცანას თავიანთი სხეულის განღმრთობა წარმოადგენდა. ამ მიზნით ისინი სურნელოვან ნივთიერებებს იცხებდნენ და რადგან იმ დროს სუნამო არ არსებობდა ძირითადად ნედლ მასალას, ყვავილებსა და სურნელოვან მცენარეებს, გამოიყენებდნენ.

რენესანსის ეპოქამ კარი გაუღო ცხოვრებისადმი ახალ ხედვას და ეს ახალი სურნელების შექმნაზეც აისახებოდა.ამ პერიოდში დედოფლებმა და კურტიზანებმა მოიპოვეს საიდუმლო ფორმულები, რომლებიც შექმნილი იყო პირველი იტალიელი ქიმიკოსების მიერ, ამასთანავე აღმოაჩინეს აზიიდან და ამერიკიდან იმპორტირებული სურნელოვანი ინგრედიენტები. ამ პერიოდში გავლენიანი მდიდარი ბანოვანები და ასევე კურტიზანი ქალბატონები ერთმანეთს სილამაზის საიდუმლოებებითა და საწამლავებით ეჯიბრებოდნენ. პარფიუმერები ამ პერიოდში ძირითადად იტალიიდან და ესპანეთიდან იყვნენ, ისინი ტოვებდნენ თავიანთ მშობლიურ მხარეს და პარიზში მიემგზავრებოდნენ, რათა იქ გაეხსნათ მაღაზიები. სულ მალე მათ ფრანგ ქალბატონებს იმ დროისათვის სრულიად უცხო და უჩვეულო სურნელოვანი ხელთათმანები შესთავაზეს.

კლასიციზმის ეპოქაში კი სრულიად ვერ სალიდაათრო სურნელებამ, რადგან ამ სასახლის იმჟამინდელი მამასახლისი მეფეზე თავად იყო დიდი მოყვარული კოსმეტიკური საშუალებებისა ,ალბათ იმიტომ რომ ოთხ წელიწადში ერთხელ იბანდა. სინათლის ეპოქაში ქალები აქტიურად მისდევნენ მოდას, ამან უბიძგათ ფრანგ ქალბატონებს პირველი სუნამოს სახლი გაეხსნათ პარიზში.

ნაპოლეონის ეპოქაში კიდენთის სუნმა გაჟღინთა საფრანგეთი, სუნამოები არც ისე პოპულარული იყო და მხოლოდ სურნელოვანი ხელსახოცის ტარებით შემოიფარგლებოდნენ. მე-19 საუკუნეში პარფიუმერიის დამზადება უკვე ხელოვნების დონემდე იყო ასული.

მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ჰოლივუდით შთაგონებულმა მოდამ შექმნა მაცდური ქალის იმიჯი, თავისივე მაცდური სურნელით. მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ქალები და მამაკაცები ჩაებნენ პროფესიული წარმატებების მარათონში. სწორედ ამ დროს ამერიკამ დასაბამი მისცა ხილის სურნელს რამაც მეტი ხიბლი შემატა ქალისა და მამაკაცის პარფიუმერიას.

21-ესაუკუნეში პარფიუმერიას სულაც არ დაუკარაგავს აქტუალურობა, არამედ პირიქით, ქალებსა და მამაკაცებს იგი ერთნაირად იზიდავს, ხოლო სუნამოს მწარმოებელი კომპანიები ყოველ წლიურად მილიონობით სუნამოებს აწარმოებენ და სისტემატურად, წარმატებით ახერხებენ ახლი არომატის შეთავაზებას მომხმარებლისთვის. მსოფლიო წამყვან ბრენდებს შორის თავის ადგილს იმკვიდრებს ცნობილი ბრენდი, არა მარტო პარფიუმერიის ხაზით, კომპანია „Beverly Hills Polo Club“ . ბრენდი, რომელიც1982 წელსდაარსდა და დინამიურად პროგრესირებს.