როგორ შევაჩეროთ თმი ცვენა
ალოპეცია პათოლოგიური თმის ცვენაა. ეს დაავადება შეიძლება მამაკაცებს, ქალებს და ბავშვებსაც კი დაემართოთ. არსებობს ალოპეციის სხვადასხვა ტიპი. ზოგიერთ შემთხვევაში ალოპეცია არა მხოლოდ სკალპზე, არამედ, სხეულის სხვა ნაწილებზეც მოქმედებს. ალოპეცია არც გადამდებია და არც სისცოცხლისთვისაა საშიში. თუმცა, მთავარი პრობლემა პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და დისკომფორტია, რასაც თმის ნაკლებობა უქმნის.
ალოპეციის შეჩერების მეთოდები დღეს უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. თმის ცვენის მკურნალობის მეთოდები პრობლემის გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული.
არსებობს მრავალი ტიპის ალოპეცია, რომელიც თავს სხვადასხვა გზებით იჩენს. თმის ცვენის გამომწვევი ფაქტერი შეიძლება იყოს: გენეტიკური მიდრეკილება, ფიზიკური დაზიანება და ფსიქოლოგიური სტრესი. ამასთან, უნდა დადგინდეს ალოპეციის ტიპიც:
• საერთო (თმის სრული გაცვენა);
• დიფუზიური (თმის საფარის თანაბრად შეთხელება);
• ბუდობრივი (თმა გარკვეულ უბნებზე ცვივა).
თმის ცვენის გამომწვევ მიზეზებიდან შეიძლება იყოს:
• ორსულობა;
• მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება;
• ენდოკრინული დარღვევები;
• სოკოვანი მიზეზები;
• სხივური თერაპია;
• ანდროგენების დონის ზრდა;
• ინფექციური დაავადებები;
• დარღვევები საკვერცხეებში;
• ჰიპოფიზის დარღვევა;
• კიბო;
• ფიზიკური დაზიანება;
• სებორეა;
• სტრესი;
• აუტოიმუნური დაავადება.
• მეტაბოლური დარღვევები;
• საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები;
• ნერვული სისტემის დარღვევები.
თუ შენიშნეთ, რომ თმის ცვენა დაგეწყოთ, აუცილებლად უნდა დაადგინოთ მისი გამომწვევი მიზეზები. მკურნალობის პირველ ეტაპზე ჯერ უნდა შეაჩეროთ თმის ცვენა, ხოლო შემდეგ იზრუნოთ მის აღდგენაზე. ალოპეციის მკურნალობისთვის შეიძლება საჭირო იყოს:
• კვების დაბალანსება;
• მედიკამენტები;
• პროცედურები (პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპია);
• მასაჟი;
• თმის გადანერგვა.
კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია თმის ცვენის მკურნალობისას. თმას, ისევე როგორ ორგანიზმს, სასიცოცხლოდ ვიტამინები და მინერალები სჭირდება. ხშირად თმის ცვენა ცილის ნაკლებობითაა გამოწვეული.
თმისთვის სასარგებლოა თევზის, ქათმის და მწვანე ფოთლების მიღება. სცადეთ რეგულარული მასაჟი აბუსალათინის ან ქოქოსის ზეთით. სასარგებლოა თმის ცვენის ინექციური მკურნალობა პლაზმოლიფტინგით ან მეზოთერაპიით.