რატომ უნდა ავირჩიოთ ხარისხიანი პრეზერვატივი (ნაწილი 1)
პრეზერვატივების უმრავლესობა მზადდება ნატურალური რეზინის ლატექსისაგან (კაუჩუკის ხის წვენი). აღსაღნიშნავია, რომ წარმოების საწყის ეტაპზე მიღებული ბუნებრივი ლატექსი უნდა იქნეს არაერთგზის გარეცხილი და დამუშავებული სპეციალური საშუალებებით, რადგან მოხდეს მისგან ზედმეტი პროტეინებისა და ქიმიური მინარევების გამოდევნა. სამწუხაროდ, დაბალი თვითღირებულების და საწარმოო ხარჯების არამიზნობრივად შემცირების გამო, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ ბევრნი არიან, ამ პროცესს თავს არიდებენ. შედეგად სარეალიზაციოდ უშვებენ უხარისხო და მოხმარებისათვის გამოუსადეგარ პრეზერვატივებს. ეს ფაქტი საკმაოდ შემაშფოთებელია, თუ გავითვალისწინებთ შედეგს, რომელიც უხარისხო დამცავი საშუალებით შეიძლება მივიღოთ. მსგავსი ფაქტების შემთხვევაში არსებობს მაღალი დონის რისკი უხარისხო პროდუქციამ სერიოზული საფთხე შეუქმნას მომხმარებლის ჯანმრთელობას და არაერთი პრობლემის წინაშე დააყენოს იგი.
არაერთგზის გამოკითხვებმა, ხანგრძლივმა დაკვირვებებმა და სრულფასოვანმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ კონტრაცეპტივების რეიტინგში პრეზერვატივი ნომერ პირველ იკავებს. მისი პოპულარულობა გამოწვეულია რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გაერთიანებით. იგი ამცირებს შიდსის, ვენერიული დაავადებების და არასასურველი ფეხმძიმობის რისკს. პროდუქტი არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, რადგან არაა ძვირადღირებული, ხოლო მისი სიმარტივე და კომფორტულობა გამოყენების დროს, ტოლს არ უდებს სხვა კონტრაცეფციის საშუალებებს.
თუმცა არის გასათვალისწინებელი რამოდენიმე ნიუანსი მისი გამოყენების დროს:
1) მნიშვნელოვანია არ მოხდეს პრეზერვატივის დაზიანება შეფუთვის გახსნის დროს. ეს არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა. ასევე ხშირია მექანიკური დაზიანება პირსინგით, ფრჩხილებით და სხვა.
2) რეზინის სტრუქტურის დაზიანება შესაძლოა მოხდეს მისი გამოყენების დროს, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, მაგალითად: არაზომიერი ხახუნის ძალა, გადაჭარბებული წნევის ზემოქმედება. ლატექსის სტრუქტურის დარღვევა ხდება აგრეთვე ზეთოვანი ან ვაზელინის ფუძეზე დამზადებული ნებისმიერი დამხმარე საშუალებების გამოყენებისას. ამიტომ ლატექსისგან დამზადებული პრეზერვატივების გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ წყლის ან სილიკონის ფუძეზე დამზადებულ საცხთან ერთად.(სიკო გელ, დურექს გელ).
3) გასათვალისწინებელია ლატექსით გამოწვეული ალერგიული სიმპტომები. მსგავსი პრობლემა სტატისტიკის მიხედვით მსოფლიო მოსახლეობის 3-10%-ს აღენიშნება. ზოგადად, თუ სექსუალური აქტის შემდეგ შეიმჩნევა კანის გაწითლება, ქავილი, თავის ტკივილი ან სხვა ტიპის სიმპტომები, სწორედ ეს იქნება მანიშნებელი იმისა, რომ ადგილი აქვს ლატექსის მიერ გამოწვეულ ალერგიის ფაქტს. ასეთ შემთხვევაში არჩევანი უნდა გაკეთდეს პოლიმერული მასალით დამზადებულ პრეზერვატივზე. (სკინ კონდომ)
ვიდრე სხვადასხვა კომპანიებისაგან წარმოებული ლატექსის პრეზერვატივები მოხვდებიან სარეალიზაციო ქსელში, მათ უნდა გაიარონ და დააკმაყოფილონ რამდენიმე ეტაპისაგან შემდგარი უმკაცრესი და უმაღლესი სტანდარტით დადგენილი შესამოწმებელი ტესტ-პროცედურები. ესენია: გაწელვა, გაბერვა ჰაერით და წყლით და უმთავრესი და საფინალო ეგრეთ წოდებული ელექტრონული ტესტი.
ტესტირების ყველა ეტაპი ხორციელდება მაღალტექნოლოგიური კომპიუტერების და უახლესი პროგრამების გამოყენებით. პროცესი მიმდინარეობს ევროპული და ამერიკული უმაღლესი სტანდარტებით დადგენილი პროცედურების სრული დაცვით და მოცემული კრიტერიუმებიდან თითოეული კომპონენტების ზედმიწევნით შესრულებით…