რატომ უნდა ავირჩიოთ ხარისხიანი პრეზერვატივი (ნაწილი 2)

ტესტი სიმტკიცეზე:

ამ ტესტსის ჩასატარებლად თითოეული პარტიიდან ირჩევა გარკვეული რაოდენობა პრეზერვატივებისა. ისინი კომპიუტერის კონტროლის ქვეშ ავტომატურ რეჟიმში იბერებიან მაღალი წნევით, ხოლო გახეთქვის მომენტში ფიქსირდება მათი მიღწეული მაქსიმალური მოცულობის მაჩვენებელი. ასევე ფიქსირდება გახეთქვის დროს წარმოშობილი წნევის მაჩვენებელი. მიღებულ პარამეტრებს კომპიუტერი ამუშავებს და ატყობინებს ოპერატორს გაიარა, თუ არა კონკრეტულმა პარტიამ აღნიშნული ტესტი.

ცნობისთვის, თუ რომელიმე აღნიშნული ტესტების მოთხოვნები არ იქნა ჯეროვნად დაკმაყოფილებული, წუნდებულად ითვლება მთლიანი სერია გამოშვებული პროდუქციისა და არა მხოლოდ ტესტში მონაწილე ეგზემპლარები. ტესტი ელასტიურობაზე:

თითოეული პარტიიდან ხდება ნიმუშების აღება იგივე პრინციპით, როგორიც იყო წინა ტესტში. ამის შემდეგ პრეზერვატივის შუა ნაწილიდან იჭრება რგოლი და მას სპეციალური მოწყობილობით წელავენ გაწყვეტამდე. პროცესი მიმდინარეობს კომპიუტერის კონტროლის ქვეშ. მიღებული წელვადობის სიგრძის მაჩვენებლის მიხედვით კომპიუტერული პროგრამა დაადგენს პრეზერვატივის ელასტიურობის დონეს. ასევე მოახდენს მისი სიმტკიცის კოეფიციენტის გაანგარიშებას.

ელექტრონული ტესტი:

ეს არის ეგრეთ წოდებული საბოლოო-საკონტროლო შემოწმება. ამ მეთოდით მიღებული შედეგები ყოვლად უტყუარი და გარანტირებულია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ტესტირების შესრულებას მსოფლიოში მხოლოდ რამოდენიმე ტოპ ბრენდების მწარმოებელი(დურექსი, სიკო, პლეიბოი, ანსელ,სკინ) ანხორციელებს. მიზეზი მარტივია, ელექტრონული ტესტირებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მისი კომპიუტერულ-პროგრამული უზრუნველჰყოფის პაკეტის შეძენა, ასევე მისი შემდგომი ექპლუატაცია და კონტროლის პროცესი, არის დიდ ფინანსურ დანახარჯებთან დაკავშირებული. შესაბამისად გაურკვეველი წარმოშობის კომპანიები, ასევე ნაკლებად ცნობილი ბრენდების მწარმოებლები, თავს არიდებენ მსგავსი სოლიდური თანხების გადახდას. შედეგად ბაზარზე გამოდის უამრავი, დადგენილ მსოფლიო სტანდარტებთან შეუსაბამობაში მყოფი შეუმოწმებელი და არაჯეროვნად წარმოებული პროდუქცია. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, გამოსაყენებლად უვარგისი და წუნდებული პროდუქცია.

ელექტრონული შემოწმება ხდება შემდეგნაირად:

უკლებლივ ყველა პრეზერვატივი კონვეირული სისტემის პრინციპით თავსდება სპეციალურ მეტალის ყალიბზე. რის შემდეგ მონაცვლეობით ხდება მათში 1000 ვოლტის სიმძლავრის ძაბვის გატარება. ხარისხიანი რეზინა, იგივე პრეზერვატივი საუკეთესო იზოლატორია, რადგანაც მისი შემადგენლი მასალა 100%-იანი ლატექსია. მაგრამ, თუ მას აღენიშნება, თვალისთვის შეუმჩნეველი, თუნდაც მიკროსკოპული ბზარი, იგი მომენტალურად გაატარებს დენს. რასაც თავის მხრივ მაღალი მგრძნობელობის შესაბამისი კომპიუტერული მიწყობილობა მყისიერად დააფიქსირებს. შემოწმების ამვარი მეთოდიკა სრული გარანტიაა პროდუქციის მაღალი ხარისხიანობის. იგი სრულად გამორიცხავს როგორც უნებლიე, ასევე ადამიანური ფაქტორებიდან გამოწვეულ ხარვეზებს. შედეგად მსოფლიო წამყვანი ბრენდების მწარმოებელი კომპანიები საერთაშორისო სარეალიზაციო ქსელს უზრუნველჰყოფენ მრავალი სახეობის მაღალხარისხიან, სათანადოდ შემოწმებულ დამცავ საშუალებებს.

თუმცა, გიგანტი მწარმოებლები მიღწეულით დიდხანს არ კმაყოფილდებიან. ისინი მუდამ ახლის, უკეთესის ძიებაში არიან. სწორედაც, რომ თანამედროვეობის ტექნოლოგიურმა განვითარებებმა და მიღწევებმა ამ სფეროშიც ჰპოვეს თავისი გასაქანი. შეიქმნა სრულიად ამ სეგმენტისთვის არატიპიური მატერიალის რევოლუციური პროდუქტი, აბსოლუტური სიახლე, ნოუ ჰაუ თანამედროვე ბაზარზე, ეს არის პოლიმერული (არალატექსის) პრეზერვატივი. (სკინ კონდომ) – ეს მატერიალი არის 3-ჯერ უფრო თხელი, მაგრამ ამავდროულად 2-ჯერ უფრო მტკიცე, ვიდრე ლატექსი. ეს კი თავისთავად გამორიცხავს მიკრობზარების ფორმირებასა და წარმოშობას. კონტაქტის დროს მისი სტრუქტურა პირდაპირი მნიშვნელობით ეკვრის კანს და არ ტოვებს ორ ზედაპირს შორის მინიმალურ სიცარიელესაც კი. პოლიურეთანის პრეზერვატივბის ზედაპირი უფრო გლუვია ვიდრე ლატექსისა. შესაბამისად შეგრძნებები უფრო მიახლოვებულია ბუნებრივთან. ასევე სითბოს გამტარობა 7–ჯერ უფრო მაღალია ვიდრე ლატექსის ანალოგების შემთხვევაში. შედეგად პარტნიორების სხეულის სითბო ადვილად გაცვლადია და სიამოვნების შეგრძნება სხვა საფეხურებს იპყრობს. ასევე, უმნიშვნელოვანესი ფაქტია ის, რომ არსებულ რეალობაში პოლიურეთანის პრეზერვატივი არის ერთადერთი დამცავი საშუალება, რომელთან ერთადაც შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის საცხის გამოყენება, მათ შორის ზეთოვან ფუძეზე დამზადებული პროდუქტი, რომელის გამოყენებაც კატეგორიულ უკუჩვენებაშია ლატექსის ანალოგებთან. ხოლო მისი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ პოლიმერული პრეზერვატივი იდეალურია მათთვის, ვისაც აწუხებს ლატექსისგან გამოწვეული მძაფრი ალერგია. შეიძლება ითქვას, ეს არის ერთადერთი საუკეთესო და უალტერნატივო გამოსავალი ამ კატეგორიის მომხმარებელთათვის, რომელთაც ათეულობით წლების განმავლობაში მსგავსი არჩევანი არ გააჩნდათ.