ორთოპედიული, ერგონომიული სამეცადინო მაგიდა და სავარძელი „ერგო“

ბავშვი დიდ დროს ატარებს საწერ მაგიდასთან და უჭირს სწორად ჯდომა, მოხრილია წელში, „ცხვირით წერს“
და ხშირად საჭიროებს შეხსენებას დაჯდეს გამართულ მდგომარეობაში?

არის გამოსავალი.  ორთოპედიული, ერგონომიული სამეცადინო მაგიდა და სავარძელი „ერგო“ .  ეს არის სასიამოვნო სიახლე. ნაწილობრივ სოციალური პროექტი, რადგან „ერგო“ ზრუნავს მოზარდების ჯანმრთელობაზე და იცავს მათ მომავალში შესაძლო პრობლემების წარმოქმნისგან.

სამეცადინო  მაგიდა „ერგო“ (www.ergonom.ge)  ადვილად რეგულირდება ბავშვის სიმაღლის (120 სმ–დან 198 სმ–მდე) მიხედვით ფეხზე გამოსახული ზომის სპეციალური დანაყოფების საშუალებით და ზედმიწევნით ერგება ინდივიდუალურად თითოეულ მოზარდს. მარტივია მაგიდის ზედაპირის დახრის კუთხის ცვლილება 0°-დან 30°-მდე. იგი შესაძლებელია დაყენდეს 9 სხვადასხვა პოზიციაზე – წერა, კითხვა, ხატვა, ფერწერა და ა.შ. მეცადინეობის დროს სწორად შერჩეული მაგიდის დახრილი ზედაპირი უზრუნველყოფს:

  1. კისრის და მხრების სწორ მდგომარეობაში ყოფნას, რის დროსაც უმჯობესდება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა;
  2. ადრეულ ასაკში მოზარდს სწორად განუვითარდეს „კითხვის რეფლექსი“ - წიგნი, რვეული და ა.შ. უნდა იყოს განთავსებული თვალიდან არა ნაკლებ 30-40 სმ დაშორებაზე;
  3. გულმკერდის არეში დაწოლის შემცირებას, გული და ფილტვები მუშაობენ ოპტიმალურ რეჟიმში;
  4. კომფორტულ ჯდომას, ფეხები ეხება იატაკს, ხერხემალი არის სწორ პოზიციაში, რომლის დროსაც შრომისუნარიანობა უმჯობესდება და მაღლდება სწავლის ხარისხი.

 

ჯადოსნური მაგიდა-ტრანსფორმერი „ერგო“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთია მომავალი თაობისთვის, რადგან ერთდროულად ეს არის სასწავლო, სამხატვრო, სახელოსნო და კომპიუტერის მაგიდა.

მაგიდა „ერგო“ არის სხვადასხვა ზომის. აგრეთვე შესაძლებელია ტუმბოს, უკანა და გვერდითა თაროს დამატებით სხვადასხვა კონფიგურაციის მიღება.

• დამატებითი თაროების გამოყენებით შესაძლებელია მისი ფუნქიონალურობის გაზრდა;

• მაგიდის ზედაპირის დახრის კუთხე იცვლება 9 პოზიციაზე, 0о -დან 30о-მდე;

• ადვილად რეგულირდება სიმაღლეში 53 - 82 სმ;

• არასწორ იატაკზე არის ადვილად რეგულირებადი;

• მაგიდა არის გამძლე და გათვლილია მრავალი წლის განმავლობაში გამოყენებისთვის;

• მაგიდის ჭრილებს შორის სივრცე და პლასტმასის დეტალები ამცირებს მოზარდის ტრავმის მიღების რისკს;

• ბავშვებისთვის 4 წლიდან და ზემოთ ასაკის შეუზღუდავად.

სავარძელი „ერგო“  (www.ergonom.ge) არის ანატომიური ფორმის ორთოპედიული სავარძელი. იგი  იმეორებს სხეულის კონტურებს, უზრუნველყოფს კომფორტს მუშაობის და დასვენების პროცესში, ხელს უწყობს ხერხემლის სწორ მდგომარეობაში ყოფნას ჯდომის დროს. მოზარდ თაობას უფრო მეტი დროის გატარება უხდება მჯდომარე პოზიციაში, სწავლა, კომპიუტერული თამაშები და ა.შ., რაც ზოგადად ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე. ორთოპედების, კონსტრუქტორებისა და დიზაინერების მხრიდან ჩადებულია მაქსიმალური შრომა, რათა შექმნილიყო მოხერხებული, ორთოპედიული, ფუნქციური და ერგონომიული საბავშვო სავარძელი ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით.

სავარძელი „ერგო“ რეგულირდება სხვადასხვა დახრის კუთხისა და სიმაღლის მიხედვით. საზურგის გამოყვანილი ფორმა იმეორებს ხერხემლის ბუნებრივ კონტურებს. მცირდება დაწოლა გავის ძვალზე. მენჯ ბარძაყის ძვლები არიან სწორ მდგომარეობაში, შედეგად დიდი ხნით ჯდომა არ იწვევს დისკომფორტს. პოლიურეთანის ქაფისგან დამზადებული დასაჯდომი და საზურგე დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს სტრუქტურულ მაჩვენებლებს ყოველგვარი დეფორმაციის გარეშე. ფიქსირებული ღვედი უზრუნველყოფს მოზარდის ჯდომას გამართულ მდგომარეობაში, ამცირებს კისრის დაჭიმულობას, რაც არის პრევენცია ახლომხედველობის და სქოლიოზის საწინააღმდეგოდ. სტერეოსკოპური ნაქსოვი ქსოვილი არის კარგი ჰაერგამტარი და არ აღიზიანებს კანს. სავარძლის უკანა მხარეს მოთავსებული ღვედის დასამაგრებელი  სახელურები ესთეტიურად ალამაზებს და სიმეტრიას მატებს სკამს. აქვს კომფორტული სახელური სავარძლის ადვილად გადასაადგილებლად.  ინტეგრირებული პოლიურეთანის ABS მუხრუჭიანი ბორბლის დამუხრუჭების ეფექტი დამოკიდებულია სკამის დატვირთვაზე. გორგოლაჭები მოძრაობისას არის ჩუმი, არ აზიანებს იატაკს და ხელს არ უშლის სწავლის პროცესს. ორმაგი ბორბლის დიზაინი დაკავშირებული ღერძით ერთმანეთთან ხდის საყრდენ კონსტრუქციას უფრო მყარს მოძრაობის და მოხვევის დროს, რაც გამორიცხავს სკამის ამოყირავებას.

ორთოპედიული, ერგონომიული სამეცადინო მაგიდა და სავარძელი „ერგო“ არის საუკეთესო და ამავდროულად ეკონომიური არჩევანი ნებისმიერი ოჯახისთვის,  რადგან, „ერგოს“ ერთი შეძენით თქვენ ღებულობთ რამოდენიმე ზომის, მაღალი გამძლეობის და უმაღლესი ხარისხის  მაგიდასა და სკამს. შესაბამისად მშობელს არ უწევს მათი ცვლა, ბავშვის ზრდის პარალელურად.

მოზარდის ჯანმრთელ გარემოში აღზრდა ყველა მშობლის საზრუნავია. ერგონომიული, ორთოპედიული მაგიდა და სავარძელი „ერგო“ არის საუკეთესო არჩევანი უამრავი მშობლისთვის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს: (www.ergonom.ge)