წინ უკეთესი მომალვის იმედით  ვიყურებით.

შ.პ.ს.   „გეო ლატექსი“  2017  წლიდან  არის გაწევრიანებული   „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში“.   ასოციაციის წევრი კომპანიების, ასბოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს მსოფლიო ბრენდებს საქართველოს ბაზარზე და უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას.  

  ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში პანდემიის დროს გამოწვეული კრიზისების აღმოსაფყვრელად, მოწინავე  ხაზზე იმყოფებოდა შ.პ.ს. „გეო ლატექსი“, „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“ და ასოციაციაში  შემავალი უკლებლივ ყველა კომპანია.  წარმოუდგენელი  სირთულეების  მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ რომ არ მომხდარიყო ბაზარზე, როგორც საკვები, ასევე საყოფაცხოვრებო, პროდუქციის მიწოდების შეწყვეტა. ამაში ლომის წვლილი, თავიანთი დაუღალავი შრომით,  მიუძღვით ასოციაციის დირექტორს და სხვა ხელმძღვანელ პირებს. მობილიზებული იყო, ჩვენს ხელთ არსებული, მთლიანი რესურსი, რათა შენარჩუნებულიყო სავაჭრო წერტილების მომარაგების სისტემატურობა და ინტენსიობა. ეს ხდებოდა  მთელი ქვეყნის მასშტაბით, ღია, თუ დაკეტილ ზონებში. სწორედ ამ ერთობლივი  ძალისხმევის შედეგი იყო ის, რომ მაღაზიის დახლებზე პროდუქციის სიმცირე არ შეინიშნებოდა.

  გამომდინარე აქედან  განვლილი პერიოდი, რომელიც თავის მხრივ გახლდათ უპრეცედენტო,  სწორედაც რომ დიდად საამაყოა ჩვენი და ჩვენი პატრნიორი კომპანიებისთვის.  შპს. „გეო ლატექსი“, „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაცია“  და  ასოციაციის წევრი უკლებლივ ყველა კომპანია, ჩვენი სპეციფიკის  გათვალისწინებით, ვდგავრთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და წინ უკეთესი მომალვის იმედით  ვიყურებით.