ერგო ყველა ოჯახში
ერგონომიული, ორთოპედიული და ტრანსფორმრებადი ავეჯი „ერგო“ 2019 წლიდან ახარებს ბავშვებს და მშობლებს საქართველოში. გვეამაყება, რომ პირველებმა დავნერგეთ ერგონომიული სამუშაო/სამეცადინო მაგიდა და სავარძელი, რისი ანალოგი არ არსებობდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი გუნდი დღემდე დაუღალავად მუშაობს, რომ მომხმარებლამდე მივიტანოთ ინფორმაცია „ერგო“-ს პროდუქციის მახასიათებლების და მისი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების შესახებ. მოზარდის ხერხემლის სწორად განვითარების, ახლომხედველობის პრევენციის და „სწორი ჯდომის წესის“ მისაჩვევად „ერგო“-ს პროდუქციის ფართო სპექტრით ნაბიჯ-ნაბიჯ ვნერგავთ ერგონომიული ავეჯის გამოყენების კულტურას.
მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, გასული წლების შედეგით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ეს შევძელით, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს ახალი სიმაღლეების მისაღწევად. ჩვენი უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი არის ჩვენი წინსვლის მამოძრავებელი ძალა.
მართალია, პროდუქცია შეიძლება არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, მაგრამ ხარისხის, მოხმარების ხანგრძლივობის, მოზარდის განვითარებისთვის აუცილებლობის კუთხით, „ერგო“ ამართლებს დახარჯულ ინვესტიციას. ფასთა სეგმენტის მრავალფეროვნებისთვის იმპორტის პარალელურად დავიწყეთ ადგილობრივი წარმოებაც. ამან მოგვცა საშუალება გაგვეხადა პროდუქცია კიდევ უფრო ხელმისაწმდომი.
ამ ეტაპზე „ერგო“-ს ასორტიმენტი მოიცავს ფასთა სხვადასხვა კატეგორიას, თუმცა ახლო მომავალში ვგეგმავთ ახალი ყველაზე დაბალი ფასის კატეგორიის პაკეტს, რომელიც უფრო მეტი მსურველისთვის გახდება ხელმისაწვდომი და მრავალი მშობელი შეუქმნის თავის შვილს ჯანმრთელ, ერგონომიულ სამეცადინო გარემოს, რითიც კიდევ უფრო ბევრი ოჯახი გაიხარებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კომპანიის ქვაკუთხედი არის შევქმნათ და მივაწოდოთ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელიც გაუძლებს არაერთ წელს და თაობას.
ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტი, ისევე როგორც ჩვენი სერვისი იყოს ერთ-ერთი სამაგალითო ჩვენს ქვეყანაში. ამას მოწმობს უკვე არსებული ჩვენი ერთგული მომხმარებლების დიდი არმია. თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით. კვლავ შემოგთავაზებთ სასიამოვნო სიახლეებს, ვიმუშავებთ ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე და შევეცდებით შეძლებისდაგვარად ავასრულოთ მომხმარებლის სურვილი, რათა ერგო იყოს ყველა ოჯახში, სადაც ჩვენ მიგვაქვს სითბო, მზუნველობა და სიყვარული!!!