ერგონომიული სავარძლები
ულტრათანამედროვე იტალიური საწარმო ერგონომიკის სფეროში უდიდესი გამოცდილებით, ხერხემლის ყველა ზონის კონტროლის დაპატენტებული სისტემით, ასევე მაღალტექნოლოგიური ექსკლუზიური ერგონომიული სკამების წარმოების ინოვაციური ლიდერია.
TM KULIK SYSTEM არის განსაკუთრებული დიზაინის და მაღალი ხარისხის პროდუქციის ნიშანი.
აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, სამუშაო ადგილს უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. კომფორტის გარდა, ერგონომიული სკამი უზრუნველყოფს დადებით ემოციურ და ფიზიკურ ეფექტს. KULIK SYSTEM -ის ჭკვიანი ერგონომიული საოფისე პროდუქტები შეგიქმნით განსაკუთრებულ, ამაღლებულ სამუშაო განწყობას და ამავდროულად იზრუნებს თქვენს ჯანმრთელობაზე.
გარდა ამისა, KULIK SYSTEM-ის სკამები ზრდის სამუშაო უნარიანობას 50%-ით და აქვს აბსოლუტურად უნიკალური დიზაინი. ვერტებროლოგიის დარგში მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების სამეცნიერო კვლევების შედეგები აჩვენებს ერგონომიული სკამების გამოყენების სარგებელს ზურგისა და ხერხემლის დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
ჩვენი პროდუქცია მათთვისაა, ვინც აფასებს კომფორტულ სამუშაო სივრცეს, ზრუნავს ჯანმრთელობაზე და მიაღწევს პირად წარმატებას. ყველა სკამს აქვს ანატომიური ეფექტი და აფიქსირებს სხეულს ბუნებრივ მდგომარეობაში. KULIK SYSTEM-ის სკამი საუკეთესო საიმედო დამხმარეა თავდაჯერებული ადამიანებისთვის მიზნებისა და წარმატების მისაღწევად.
აბსოლუტურად ყველა პროდუქტი საფუძვლიანად იყო გამოცდილი და მათ კომფორტისა და საუკეთესო ხარისხის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს. KULIK SYSTEM-ის სავარძლები არის ინოვაციური ტექნოლოგიების, მაღალი ხარისხის წარმოებისა და თანამედროვე დიზაინის შესანიშნავი კომბინაცია. იგი უპირობოდ არის წარმატებისა და ჯანმრთელობისაკენ მიმავალი უტყუარი გზა!
კომფორტისკენ სწრაფვა - ეს არის ადამიანის ბუნებრივი სურვილი. თქვენი საცხოვრებელი/სამუშაო სივრცის გაუმჯობესებისას აუცილებელია ჯანსაღი პირობების შექმნა. ეს მოიცავს არა მხოლოდ ექიმის მითითებების დაცვას, არამედ ოფისში/სახლში ერგონომიული ავეჯის გამოყენებას.
ადამიანის სხეული არის სრულყოფილება, ანატომიური შესაძლებლობებით აოცებს ფანტაზიას. მაგალითად, ჩვენს ხერხემლს აქვს უნარი გაუძლოს სტრესს და წნევას. თუმცა, 30-35 წლისთვის ეს გენეტიკური უნარი იწურება, ვინაიდან არ ვართ მიჩვეული სწორი პოზის დაცვას და ხერხემალზე დატვირთვის თანაბრად გადანაწილებას. ამის გათვალისწინებით KULIK SYSTEM-ის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ერგონომიული ორთოპედიული სკამის უნიკალური დიზაინი. ეს დიზაინი იმეორებს სხეულის ბუნებრივ ანატომიურ მოსახვევებს და ასწორებს მის პოზიციონირებას თვითკონტროლის გარეშე.
KULIK SYSTEM-ის ექსპერტებმა შეიმუშავეს უნიკალური სავარძლები. მათში გამოყენებული მოწყობილობების, სპეციალური მარეგულირებლების, განსაკუთრებული მახასიათებლების წყალობით სკამი სხეულს უბრუნებს ბუნებრივ, კომფორტულ, ერგონომიულ მდგომარეობას.
პროფესიონალურ მედიცინაში მრავალწლიანი გამოცდილებით, კომპანიის სპეციალისტების მიერ ჩატარებული მთელი რიგი ექსპერიმენტების, ტესტებისა და ანალიტიკური კვლევების შედეგად ჩვენ შევქმენით ახალი თაობის, უდაოდ საამაყო პროდუქტი, რომლის მთავარი მიზანია თქვენი ჯანმრთელობა კომფორტთან ერთად!!!