კატეგორიები

Soft-Tampons 'normal', box of 50

Soft-Tampons "normal", box of 50

50 ცალიანი შეფუთვით

რბილი ტამპონები - იდეალურია ცურვის, სპორტის, სპა და ინტიმური კავშირისათვის
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტამპონები
მარტივი გამოსაყენებელი
ინდივიდუალურად შეფუთულია ჰიგიენურად
ულტრა რბილი
100% ეკოლოგიურად სუფთა
დაპატენტებული ერგონომიული ფორმის და მოხსნის ჩანართი
დერმატოლოგიურად დადასტურებული 

გამოყენების ინსტრუქცია

სოფტ (რბილი)-ტამპონის გამოყენების წინ აუცილებელია ხელის დაბანა.

ტამპონის მოთავსებისთვის:

  1. შეფუთვიდან ხდება ტამპონის ამოღება.
  2. ადვილად მოთავსებისთვის საჭირო ადგილას სასურველია მშრალ ტამპონზე დაემატოს ცოტა გელი-საცხი წყლის ფუძეზე ან დანოტივდეს წყლით, ოღონდ ამ შემთხვევაში აუცილებელია ძლიერად გაწურვა, რათა ტამპონმა მოახდინოს გამონადენი სითხის მაქსიმალურად შეწოვა.
  3. ყველაზე ადვილად ტამპონის მოთავსება ხდება ჩაკუზულ ან დამჯდარ მდგომარეობაში.
  4. ტამპონს აქვს გულის ფორმა, და მისი მოთავსება უნდა მოხდეს მახვილი მხრიდან. ტამპონის დაჭერა საჭიროა გვერდებიდან ცერა და შუა თითებით და აუცილებელია შეკუმშვა. ქვევით მიმართული ორი ფრთა ქმნის ღარს ქვედა მხარეს, რომელშიც უნდა მოათავსდეს საჩვენებელი თითი, ხდება ტამპონზე თითით მიწოლა ჩასმისას რომ იგი მოთაცსდეს საჭირო ადგილას. მეორე ხელის გამოყენება საჭიროა სასქესო ბაგეების გასახსნელად და საჩვენებელი ან შუა თითით ხდება ტამპონის ჩასმა საშოში, სანამ იგი საშვილოსნოს ყელს არ მიედება.

გამოყენების ხანგრძლივობა: ტამპონი იცვლება რეგულარული ინტერვალებით. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მენსტრუაციის ინტენსივობაზე. ციკლის დასაწყისში დაახლოებით ყოველ 3-5 საათში, ხოლო დამთავრებისას 5-დან მაქსიმუმ 8 საათამდე. რეკომენდებულია ტამპონის შეცვლა 4-6 საათის შემდეგ. ცურვის ან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ტამპონის გამოცვლით მცირდება ინფიცირების რისკი.

  • ტამპონის ამოღება შესაძლებელია ინტეგრირებული სამაგრის გამოყენებით, საჩვენებელი ან შუა თითით სამაგრის მოქაჩვით. სასურველია ამ დროს მჯდომარე პოზიცია, რათა საშოს სიღრმე 9-10 სმ-დან 4-5 სმ-მდე შემცირდეს. ამ დროს დამატებითი დაჭერით ტამპონი ქვევით მოძრაობს, რითაც უფრო ადვილად ხელმისწვდომი ხდება. ვაგინალური შხაპი ასევე შეიძლება იყოს სასარგებლო, დასველებული ტამპონი ავტომატურად ჩამოცურდება დაბლა და უფრო ადვილად ხდება გამოღება.

და ბოლოს: რბილი ტამპონები უსაფრთხოა პრეზერვატივთან და სპირალთან გამოსაყენებლად. თუ სპირალი ახლად ჩასმულია, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. თუ ტამპონის მოხსნა შეუძლებელია, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. არ შეიძლება ტამპონის დატოვება მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ! სოფტ (რბილი) ტამპონები არ არის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება და არ შეუძლია ორსულობის თავიდან აცილება.

გაფრთხილება - თითოეული ტამპონის გამოყენება ხდება მხოლოდ ერთხელ! ტამპონების ხელახლა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია! შეინახეთ სოფტ (რბილი) ტამპონები თავდაპირველ შეფუთვაში და მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას. ფერის შეცვლა არ ნიშნავს, რომ პროდუქტი დეფექტურია.


დამზადებულია გერმანიაში