შპს გეო ლატექსი წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულების საგნების იმპორტიორ და სადისტრიბუციო კომპანიას.
•ასორტიმენტის ხაზი შეადგენს დაახლოებით 400 დასახელების პროდუქტს, მათ შორის გამოიყოფა ძირითადი ჯგუფები:
• პრეზერვატივები, ლეიკოპლასტირები, შპრიცები და კათეტერები, ფეხის მოვლის საშუალებები, ერთჯერადი ტანსაცმელი და სამედიცინო საგნები (ნიღაბი, ბახილა და ა.შ.), მოზარდების ორთოპედიული და ერგონომიული მაგიდები და სავარძლები და სხვ.
• ასორტიმენტის ფორმირების ძირითადი პრინციპია “ყველაზე საუკეთესო და საიმედო საქართველოს ბაზარზე”.
• სტაბილური და გარანტირებული მიწოდება საქონლის, დროული რეაგირება კლიენტთა და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, არის კომპანიის სტაბილური განვითარების ძირითადი ფაქტორი. არჩეული სტრატეგია არის მომწოდებლებთან საიმედო პარტნიორული ურთიერთობა, ახალი და ინოვაციური პროდუქტების შემოტანა საქართველოს ბაზარზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი ფართოდ. მათი მომხმარებელზე გაცნობა, დანერგვა და რა თქმა უნდა რეალიზაცია.
• დღეისთვის ჩვენს კომპანიას აქვს სტაბილური პარტნიორული ურთიერთობა ა.შ.შ-ს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, მალაიზიის, უკრაინის, რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების წამყვან კომპანიებთან.
• ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობა, მაღალი ხარისხის სტანდარტის შეთავაზება, განვითარების სტრატეგიის სწორი შემუშავება და მომხმარებელზე ორიენტირებული, უტყუარი ხედვა, ეს არის სწორედ ის მიზეზები, რის შედეგადაც ჩვენი კომპანია გადაიქცა ერთ-ერთ მსხვილ სადისტრიბუციო კოპანიად საქართველოს ბაზარზე. შპს "გეო ლატექსი" 2018 წლიდან არის საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია.
შპს გეო ლატექსს აქვს რამოდენიმე უპირატესობა კონკურენტებთან მიმართებაში:
• ვოპერირებთ 1999 წლიდან;
• საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები;
• კარგად განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი საქართველოს მასშტაბით;
• პატიოსანი რეპუტაცია და სტაბილური მიმწოდებლის სტატუსი; კომპანიაში შექმნილია ყველა პირობა თანამშრომლების განვითარებისა და თვითრეალიზაციისთვის.
კომპანიის განვითარება და ახალი სიმაღლეების მიღწევა არის მათი დამსახურება. დღესდღეისობით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შპს გეო ლატექსს მყარად უკავია და ინარჩუნებს თავის ადგილს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. სტაბილური ფიფანსური მდგომარეობა, ახლო და მდგრადი ურთიერთობა მომწოდებლებთან და კონტრაგენტებთან, ყოველთვიურად მზარდი ქსელი, სერვისის დონის ამაღლება გვაძლევს მომავლის იმედის თვალით ყურების სტიმულს. ბაზარზე წარმოდგენილია ანალოგიური სამედიცინო საქონლის მრავალი სადისტრიბუციო კომპანია, მაგრამ მყარად ვართ დარწმუნებულები, ჩვენი სასაქონლო ჯგუფების ფართო ასორტიმენი, გარანტირებული ხარისხი, გარანტირებული გაყიდვით და თქვენი ფინანსური მოგებით, ჩვენს კომპანიას აქვს ბევრი უპირატესობა. საკმარისია ჩვენი ასორტიმენტიდან ნებისმიერი პროდუქციის ერთხელ შეძენა, და მომავალში თქვენ აუცილებლად ხდებით ამ ასორტიმენტის მომხმარებელი, რადგან ჩვენ გთავაზობთ ყველაზე ხელსაყრელ პირობებს.