Ansell – ექიმების რჩევები
კომპანია Ansell-ისგან შექმნილია ისეთი ქირურგიული პროცედურებისათვის, როდესაც ხშირია ხელთათმანის მექანიკური დაზიანებება და საჭიროა მისი სიმტკიცე და მაღალი მედეგობა. დამატებითი 52%-ით მეტი სისქე ჩვეულებრივ ქირურგიულ ხელთათმანებთან შედარებით უზრუნველყოფს მაღალ მედეგობას ნაჩხვლეტების და მექანიკური დაზიანებების წინააღმდეგ. ხელთათმანს აქვს ტექსტურირებული ზედაპირი, რის საშუალებითაც ადვილია ინსტრუმენტის ჭერა სველ და მშრალ გარემოში. ტალკის არარსებობა იცავს ჭრილობას დაბინძურებისაგან, არ აშრობს კანს, ამცირებს ტალკის ნაწილაკების არსებობას ჰაერში. პროტეინების, ქიმიკატების და ენდოტოქსინების დაბალი შემცველობა მიღწეულია გასუფთავების ინტენსიური ტეხნოლოგიით და გარეცხვით. მისი ანატომიური ფორმა და რბილი ლატექსი ხდის ხელთათმანს მგრძნობიარეს და მოსახერხებელს მიუხედავად მისი საკმაოდ სქელი სტრუქტურისა, რაც ამცირებს ხელის დაღლას მუშაობის დროს. ხელთათმანი არის ყავისფერი, რის გამოც არ ხდება სინათლის არეკვლა და მცირდება თვალის დაღლილობა. დამზადებულია სტანდარტების შესაბამისად.