შეხვედრა ბათუმის შერატონში
2012 წლის დეკემბერში შედგა შეხვედრა შპს “გეო ლატექსი”-ს კოლექტივსა და აჭარის რეგიონის აფთიაქების და საბითუმო ბაზების თანამშრომლებს შორის.
მოწვეულნი იყვნენ 50-მდე პარტნიორი ფირმის დირექტორები, მენეჯერები, ფარმაცევტები და სხვა წარმომადგენლები. კომპანია „გეო ლატქსმა“ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახლი ბრენდის „ფრუტო ნიანიას“ პრეზენტაცია, მოხდა მისი დაგემოვნება, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამავდროულად მოხდა ძირითადი ასორტიმენტის ფართო დეტალიზაცია, რამაც მოიცვა გარკვეული პროდუქტების აღწერილობა თვისობრივი მახასიათებლებით. ასევე განხილულ იქნა ორივე მხარისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სერთიფიკაცია, კონტრაფაქტი, ლოგისტიკა და ა. შ. აღსანიშნავია, რომ რიგი საკითხებისა გამოვლენილ იქნა კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს კომპანია „გეო ლატექსის“ მიერ შეთავაზებული პროექტები მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ხოლო უკეთესი შედეგის მისაღწევად დეტალებზე ყურადღება იქნა გამახვილებული ინდივიდუალურად პარტნიორებთან და კლიენტებთან.
კომპანიის მესვეურებმა გამოავლინეს 10 ნომინაცია და შესაბამისად დააჯილდოვეს პარტნიორები საზეიმო ვითარებაში. სასიამოვნო, დროული და პროდუქტიული შეხვედრა დაასრულა ალა-ფურშეტმა.