'გეო ლატექსი' და'ერგო' ბავშვთა დღის აღსაღნიშნავად

  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსაღნიშნავად, კომპანია „გეო ლატექსმა“ და „ერგომ“ გადაწყვიტეს, ერთობლივი ძალებით, მიეძღვნათ ბავშვებისათვის ერთი დაუვიწყარი დღე. წამახალისებელი აქციის ფარგლებში ჩატარდა მასშტაბური სპორტული აქტივობები, მოეწყო მხიარული სტარტები, კარაოკეს კონკურსი და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. საღამო დასრულდა ფურშეტით, სასიამოვნო ცოცხალი მუსიკის თანხლებით.

  „ გეო ლატექსი“ და „ერგო“ კიდევ ერთხელ ულოცავს ჩვენი ქვეყნის და მთელი მსოფლიოს ბაშვებს ამ ღირსშესანიშნავ დღეს და უსურვებს მათ ნათელ და ბედნიერ მომავალს.