საკანონმდებლო ინიციატივა
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც ასოციაციის 80-მდე წევრი კომპანიის წარმომადგენლებმა (მათ შორის კომპანია "გეო ლატექსმა") განიხილეს რითელ სექტორთან ურთიერთობაში არსებული გამოწვევები. შეხვედრას ასევე დაესწრო კანონპროექტის ინიციატორი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესახებ.
პრობლემები წარმოიქმნება როგორც ხელშეკრულების პირობების, ასევე გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, რაც ქმნის საბრუნავი კაპიტალის დეფიციტს, აფერხებს ნედლეულისა და პროდუქციის შემოტანას, აზარალებს კომპანიებს და საბოლოოდ უარყოფითად აისახება მომხმარებელზე.
მცირე და საშუალო ადგილობრივ მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიები, საცალო მოვაჭრეებთან ურთიერთობაში უსამართლო ბიზნესს/კომერციული პრაქტიკისგან შესაძლოა კანონმა დაიცვას!!!
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საქართველოს კანონის პროექტი ,, “საცალო მოვაჭრეების მხრიდან უსამართლო კომერციული პრაქტიკის აკრძალვის შესახებ“.
აღსანიშნავია რომ, მიმწოდებლებსა და საცალო ვაჭრობის ობიექტებს შორის ურთიერთობა, კანონით არის დარეგულირებული ევროპის, ამერიკისა და აზიის ქვეყნებში!!!