ექიმის ქუდი
ერთჯერადი ექიმის ქუდი არის ფართო გამოყენების პროდუქტი. მისი საჭიროება ვრცელდება, როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე გასტრონომია-კულინარიაში. უპირველეს ყოვლისა იგი მოთხოვნადია ექიმებისა და ექთნების წრეში. ასევე საავადმყოფოებსა და კლინიკებში იგი აუცილებელი აქსესუარია პაციენტთან მნახველთა სტატუსით მისული პირებისათვის. გასტრონომიული კუთხით ერთჯერადი ექიმის ქუდი არის ფართოდ გავრცელებული რესტორნებისა და კაფეების სამზარეულოში. (მიუხედავდ იმისა, რომ არსებობს მზარეულის ერთჯერადი ქუდი). დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, კორონა ვირუსის და მისი თანმდევი რეგულაციების გათვალისწინებით, ზოგადად ერთჯერადი სახარჯი მასალები და მათ შორის ქუდები, გახდა ყოველდღიური საჭიროების საგანი სხვადასხვა დანიშნულებისათვის. კომპანია „გეო ლატექსი“ გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის ერთჯერად ქუდს, საუკეთესო ფასად!!!