ს.დ.ბ.ა. - 'გეო ლატექსი' - ბიზნეს ფორუმი
კომპანია "გეო ლატექსი" - ბიზნეს ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე, როგორც ს. დ. ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია.
ბიზნეს ფორუმი - სამომხმარებლო ბაზარზე (წარმოება, დისტრიბუცია, რითეილი) არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივა.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივი მწარმოებელი, სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიების ხელმძღვანელებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა.
ბიზნეს ფორუმი დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების პირველი ნაწილი არსებულ პრობლემებს, იურიდიულ შეფასებებსა და საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვას დაეთმო. მეორე ნახევარში კი, სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიების წარმომადგენლებს შორის ნაყოფიერი საუბარი შედგა.
„დისტრიბუტორ კომპანიებსა და ქსელურ მარკეტებს შორის ურთიერთობაში არსებული ხარვეზები, საბოლოოდ აისახება პროდუქციის ფასების ზრდაზე, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მომხმარებლებს. შესაბამისად სადისტრიბუციო და რითეილ ასოციაციებს, ისევე როგორც მათ წევრ კომპანიებს შორის დისკუსია და აქტიური დიალოგის რეჟიმი მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პრაქტიკის დანერგვა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს არსებულ პრობლემათა რიცხვს და მაქსიმალურად დაიცავს პირველ რიგში მომხმარებელს და შემდგომ კომპანიების ინტერესებს“ - განაცხადა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ.
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია მადლობას უხდის საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრს (CIPE) და მწარმოებელთა ფედერაციას ღონისძიების ორგანიზებაში აქტიური მხარდაჭერისათვის.