ერთად ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე!!!
დიდი სიამაყით გიზიარებთ ჩვენს მიერ განხორციელებულ მორიგ მასშტაბურ პროექტს. სიახლე არაა, რომ ჩვენი კომპანია მუდმივ ფერხულშია ჩაბმული თანამედროვე გამოწვევევბის მხარდამხარ. შპს „გეო ლატექსი“ ერთ-ერთ იმ პირველთაგანია, რომელთაც აირჩიეს გზა ჩვენი ეკოსისტემის მოფრთხილებისა, გზა ზრუნვისა ჩვენს გარემოზე და გადაწყვიტეს ჩართულიყვნენ მწვანე განვითარების უპრეცედენტო პროექტში. შედეგად ჩვენ განვათავსეთ მაღალი ენერგოტევადობის, ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე მზის პანელების სისტემები ჩვენსავე კუთვნილ ტერიტორიებზე.
ჩვენი პროექტი განხორციელდა მწვანე დაფინანსების მეშვეობით. ამ იდეის ხორცშესხმა შევძელით ჩვენი ძლიერი და ამავდროულად დიდი ხნის პარტნიორი, „პროკრედიტ ბანკი საქართველოს დახმარებით“. ზოგადად, მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს ქვეყანაში მსგავსი პროექტების დაფინანსების კუთხით. ასევე, ჩვენი პროექტის ერთგული პარტნიორია კომპანია „ჯეო ენერჯი“, რომელმაც აიღო ვალდებულება შეესრულებია მთლიანი მოცულობა სამუშაოებისა, უმაღლესი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ბოლომდე პირნათლად და წარმატებით შეასრულა.
მოგეხსენებათ, ჩვენი პლანეტის ენერგია და მისი რესურსები არ არის ულევი. ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი წელია მსოფლიოს მრავალი წამყვანი მეცნიერი და მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს დედამიწის სხვადასხვა წერტილში. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი რიგი საკითხები, პრობლემის გადაჭრის გზები, თუ კონცეფციები ჯერ კიდევ შესწავლის და განხილვის პროცესშია, თუმცა, არსებობს უკვე დადასტურებული და დამტკიცებული პროექტები გლობალური უკოლოგიის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. ჩვენ დიდად მოხარულები ვართ, რომ გავხდით პატარა ნაწილი იმ უდიდესი, ჩვენი აზრით, დიად საკაცობრიობო გამოწვევისა, რომლის მიზანია ჩვენი გარემოს მოვლა, ზრუნვა, პატრონობა, მოფრთხილება და მისი გადაცემა ჩვენი მომავალი თაობებისათვის გაუმჯობესებული პირობებითა, თუ მახასიათებლებით.
დედამიწა ყველასია, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე!!!