ერიდეთ ფალსიფიცირებული დურექსის პრეზერვატივებს

შპს “გეო ლატექსი“ გაცნობებთ, რომ საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა ფალსიფიცირებული დურექსის პრეზერვატივები. კოლოფი ორიგინალთან შედარებით მცირე ზომისაა, ინსტრუქცია შესრულებულია სტილისტური და ენობრივი შეცდომებით ინგლისურ ენაზე. კოლოფზე მითითებული სერიული ნომერი და ვარგისიანობის ვადა არ ემთხვევა ფოლგაზე მითითებულ ვადას. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თვითონ პრეზერვატივი არ აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს: ზომით მცირეა, კედლის სისქე – თხელი, სტრუქტურა, ფერი და საცხი არ შეესაბამება კოლოფზე მითითებულ მარკას. ეს არის მცირე ჩამონათვალი სტანდარტში არსებული იმ უამრავი უზუსტობებისა, რომლის დამადასტურებელ დოკუმენტად გვევლინება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (იხილეთ ბმული). შპს „გეო ლატექსი“, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის პრიორიტეტი არის ქართულ ბაზარს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქტი, იმედს ვიტოვებთ რომ მომხმარებელი გამოიყენებს ჩვენი კომპანიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას თავის სასარგებლოდ, რადგან ჩვენთვის (კომპანია „გეო ლატექსი”-სთვის) თითოეული მომხმარებლის ჯანმრთელობა ძალზედ ძვირფასია.