გეო ლატექსის დაჯილდოვება ქ. სტამბულში
2013 წლის მაისში შპს „გეო ლატექსი“ მიწვეულ იქნა საერთაშორისო, რიგით მეოთხე სიმპოზიუმზე ქ.სტამბულში. პროექტის ორგანიზატორი არის თურქეთის რესპუბლიკის ბიზნეს-ელიტაში შემავალი და ძლიერ ავტორიტეტული კომპანია „ბეტასან ბანტ სანაი“. კომპანია „ბეტასანი“ არის მოწინავე და ნოვატორი კომპანია, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა ტიპის მაღალხარისხიან ლეიკოპლასტირებს.
ამ ყოველწლიურ ღონისძიებაზე შპს „გეო ლატექსი“ მონაწილეობას ღებულობს ერთგული და ერთ-ერთი ძველი პარტნიორის რანგში. სტუმრებად მოწვეულნი იყვნენ 40-მდე ქვეყნის წარმომადგენლები, დაახლოებით 120-მდე დელეგატი ქვეყნებიდან ესპანეთი, იტალია, ნორვეგია, ბულგარეთი, სერბეთი, ჩეხეთი და ა.შ. აგრევე მოწლეულნი იყვნენ დელეგატები აზიის, ამერიკის და აფრიკის კონტინენტიდან.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ექსკურსია „ბეტასანის“ ქარხანაში, სადაც ვიზიტორებს გააცნეს ლეიკოპლასტირების დამზადების საწარმო პროცესი. უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოში ძლიერ პოპულარულმა და ყველასათვის კარგად ცნობილმა ლეიკო „სანტავიკმა“.
ასევე სასტუმრო „ჰილტონში“ ჩატარდა პრეზენტაცია და კონფერენცია. მოწვეულნი იყვნენ ქ. სტამბულის წამყვანი კლინიკების და საავადმყოფოების მთავარი ექიმები, რომლებიც ახასიათებდნენ ახალ პროდუქტს “BETACURE“-ს. მეტი რეალობისთვის მათ კლინიკიდან, შესაბამისი პირობების დაცვით, მოყვანილი ჰყავდათ თავიანთი პაციენტები. ამ პროცესის გაშუქება ხდებოდა თურქეთის ტელევიზიის საშუალებით.
შპს „გეო ლატექსს“ საზეიმო ვითარებაში გადაეცა 10 წლიანი პარტნიორობის საპატიო ჯილდო. ეს ორდღიანი, ინტერნაციონალური სიმპოზიუმი დაასრულა ულამაზესმა ბანკეტმა ბოსფორის სრუტეზე.